|
2017-03-28 13:06:52, 2002 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ რეფორმები სასამართლო ხელისუფლების, კანონის უზენაესობის კუთხით
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის განცხადებით, ლატვია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც რაიმონდს ვეიონისიმ ქართველ კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია როგორც ნატოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. „და ინსტრუმენტები, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, სახეზეა. საჭიროა მათი სრული აღსრულება.ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართელოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ძირითადი პრიორიტეტია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ასოცირების ხელშეკრულება. საქართველომ განახორციელა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალსიხმევბა, რომ დაეახლოვებინა ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ რეფორმები ისეთ სფეროში, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლება, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობის სისტემის დანერგვა“,-აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)