|
2017-03-27 11:40:32, 2168 ნახვა
ეკონომიკა
„ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე“ - საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება. სებ-ის ინფორმაციით, გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება, და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ბავშვები და ახალგაზრდები ერთვებიან ფინანსების, ბავშვთა უფლებებისა და მეწარმეობის საკითხების შესახებ საუბარში. წლევანდელი კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე." გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მრავალი ღონისძიება და აქტივობა არის დაგეგმილი, საქართველოს ეროვნული ბანკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი ბავშვებისთვის საინტერესო ფინანსურ და სამეწარმეო თემებზე. საუკეთესო ნაშრომების შედარებით მცირეწლოვან ავტორებს საქართველოს ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ლექციას ეროვნული ბანკის ისტორიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების საქმიანობის, ფულის ისტორიისა და "გლობალური ფულის კვირეულის" შესახებ. გამარჯვებულ უფროსკლასელებს კი საქართველოს ეროვნული ბანკი საკასო ცენტრში მიიწვევს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ საკასო ცენტრი, შემდგომ კი ახალგაზრდები ფინანსური განათლებისა დაჩართულობის საკითხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან ერთად იმსჯელებენ, და მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს, მათ შორის, "ფინკა ბანკისგან". გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები ეწვევიან ტექნოპარკს, სადაც მოისმენენ ლექციას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ, და გაეცნობიან სტარტაპების საქმიანობას. წლევანდელი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში კომერციული ბანკების ჩართულობით დაგეგმილია გარკვეული აქტივობები, კერძოდ, "ფინკა ბანკი", "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" ბავშვებს არაერთ სახალისო-შემეცნებით პროექტს შესთავაზებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ინკუბატორი კი სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას განახორციელებს.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)