2017-03-25 13:59:02, 2489 ნახვა
სამართალი
ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს.
ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
„ნაპოვნია გარდაცვლილი 8 წლის ბავშვის ცხედარი. ინიშნება ექსპერტიზა გარდაცვალების პირველადი მიზეზების დასადგენად“, - განაცხადა უწყებაში.
შეგახსენებთ, ბავშვი 23 თებერვალს დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 129-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან