|
2017-03-24 13:47:43, 2054 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა რატომ
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მაღალი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე, დამაბალანსებელის როლი ითამაშოს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის კომენტირებისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებას, რომელსაც აქვს უფლება, აირჩიოს პრეზიდენტი და ამ უფლებით არის აღჭურვილი ფაქტობრივად დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან, ეს უფლება უნდა შეუნარჩუნდეს. „საზოგადოებას ეს უფლება უნდა შევუნარჩუნოთ , რადგან პირველ რიგში ეს არის ჩვენი როგორც ამომრჩევლების უფლება. როდესაც მე რაღაც უფლებას ჩამომართმევ, ხომ უნდა ამიხსნა, რითი იქნება ჩემი ცხოვრება უკეთესი. პოლიტიკოსებში ბევრი განცხადებები მომისმენია, ერთი პერიოდი იმასაც ამბობდნენ, რომ ხალხს ნუ დავღლით არჩევნებზე წასვლით, არ გვინდაო, ისხდნენ სახლში წყნარად ტელევიზორებთან. ეს არგუმენტები კომიკურია. ჩვენი მოქალაქეობრივ უფლებას რომ მართმევ, უნდა მითხრა, რატომ მართმევ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს აქვს უფლება, მაღალი პოლიტიკური მანდატიდან გამომდინარე დამაბალანსებლის როლი ითამაშოს. "შიდა კონსტიტუციურად თუ შევხედავთ, მაღალი პოლიტიკური მანდატი გვაძლევს უფლებას, რომ დამაბალანსებელ ფუნქციას, შენს უფლებას, განაცხადო ამა თუ იმ საკითხზე შენი აზრი, ჰქონდეს მაღალი წონა. თუ პრეზიდენტს 300 კაცი აირჩევს, თუ 400 კაცი აირჩევს, ასეთი მაღალი წონა არ ექნება ამ პრეზიდენტის პოზიციას და ფაქტობრივად პრეზიდენტი გაქრება ძალთა ბალანსიდან. ხელისუფლების ყველა ნაწილი აუნდა იყოს დაბალანსებული ერთმანეთთან მიმართებაში და უნდა ჰქონდეს საპირწონე. თუ ჩვენ ამ სისტემიდან გავაქრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენ ბევრი საკითხი ბალანსიდან ამოგვივარდება და ეს არის რეალური პრობლემა. ხალხს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეალურად იმის უფლება, რომ თუნდაც პრეზიდენტის მეშვეობით პირდაპირი პოლიტიკური პოზიცია დაუფიქსიროს ხელისუფლების სხვდასხვა შტოს. განსაკუთრებით, როდესაც ხდება ამა თუ იმ შტოს მიერ ძალაუფლების მეტი კონცეტრაცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველას აქვს უფლება, არჩევნებზე წავიდეს. "როდესაც პატივცემული კონსტიტუციონალისტები არჩევნებზე წასვლის უფლებას გართმევენ, ერთი სიტყვით მაინც უნდა გვითხრან, რითი იქნება ეს ჩვენთვის უკეთესი. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი არჩევითია თანამდებობები, მით უფრო ახლოს არის ხელისუფლება ხალხთან", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)