02:29 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 15:12:25, 2498 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკში“ 40 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გალარდა

„თიბისი ბანკის“  გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო მასურაშვილის ინფორმაციით, „თიბისი ბანკსა“  და ბანკ რესპუბლიკაში ჯამში ერთობლივად 40 მილიონი დოლარის სესხი გალარდა, რაც ბაზარზე გალარებული სესხების დაახლოებით  53% შეადგენს. 

მასურაშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით 3073-მა მსესხებელმა ისარგებლა და  საკუთარი სესხი გაალარა.

 ამას გარდა, დოლარში არსებული სესხები იმ კლიენტებმაც გაალარეს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში, თუმცა მათ მომავალში ვალუტის რყევებისგან გამოწვეული რისკების დაზღვევა არჩიეს.

„ამ პროგრამამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა დედოლარიზაციის გრძელვადიანი პროცესის დასაწყისს, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან  პერსპექტივაში დაიცავს ოჯახებს და მსესხებლებს სავალუტო რყევებისგან, ხოლო ბანკს შეუმცირებს რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარში გადატანილი სესხის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ოდნავ იზრდება, ეს არის საფასური მომავალში სავალუტო რყევებისგან თავის დასაცავად და ჩვენ სწორედ ამას ვუხსნიდით მსესხებლებს," - განაცხადა  ნინო მასურაშვილმა. 

 „თიბისი ბანკი“   სხვადასხვა გზით ახდენდა კომუნიკაციას მსესხებლებთან, თითოეულ მათგანთან სატელეფონო კონსულტაციების გარდა, გაიმართა პირისპირ შეხვედრებიც, სადაც კლიენტებს საშუალება ჰქონდათ პროგრამის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე მიეღოთ პასუხი.

 ნინო მასურაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ლარიზაციის გეგმის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია, ვინაიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა.

მასურაშვილი აცხადებს, რომ წლის ბოლოს ნათლად გამოჩნდება, როგორ შეიცვალა დედოლარიზაციის წილი ფიზიკური პირების  სასესხო პორტფელებში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics