|
2017-03-23 09:47:23, 1970 ნახვა
პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება 3 დღის განმავლობაში სპეციალური ღონისიძიებებით აღინიშნება
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოში 26 , 27, 28 მარტს სპეციალური ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ის სტუდენტებთან ერთად, ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში ათენში და შემდეგ- ევროპის პოლიტიკურ ცენტრში-ბრიუსელში გაემგზავრება: „რამდენიმე დღეში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩაირთვება, ყველა საკანონმდებლო პროცედურა უკვე დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ 3 დღის განმავლობაში გვექნება სპეციალური ღონისიძიებები, 26 , 27, 28 მარტს საგანგებო დაგეგმილი ღონისძიებებით აღვნიშნავთ ქვეყანაში. ასევე, როდესაც უვიზო მიმოსვლა გაიხსნება, მე მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში ათენში სტუდენტებთან ერთად და შემდეგ ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)