|
2017-03-22 17:15:25, 2040 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს: თქვენ კონსტიტუციურ ბალანსს არღვევთ და ამას აკეთებთ ძალიან ცუდი ტონით
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს კონსტიტუციის 48-ე მუხლი შეახსენა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლები პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. „ქალბატონო, ანა, არც მეტი არც ნაკლები, უნდა დავიწყო თქვენთვის კონსტიტუციის 48-ე მუხლის შეხსენება და ამას ვაკეთებ სრულიად გააზრებულად, სწორედ იმ პათოსის, სრულიად შეუსაბამო ტონის, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციისადმი, უპატივცემულო დამოკიდებულების გამო, რაც გამოსვლების ქვეტექსტებშიც იგრძნობოდა, ტონშიც და რაც მთავრია, ძალიან სახიფათოდ მეჩვენება ის ჩანაწერები, რომელიც პრეზიდენტმა შენიშვნების სახით პარლამენტს გამოუგზავნა. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლით, საქართველოს პარლამენტი, ეს არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრას საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, კონტროლს უწევს მთავრობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. დიახ, ესაა პარლამენტი თავისი ჭრელი შემადგენლობით, მაგრამ ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. მას სჭირდება სათანადო პატივისცემა და ისეთი ტონით და ისეთი შინაარსით საუბარი, რომელიც თავად პრეზიდენტის მხრიდან და მისი წარმომადგენლის მხრიდან არ დაარღვევს ამ კონსტიტუციურ ბალანსს. თქვენ ამ ბალანსს არღვევთ და ამას აკეთებთ ძალიან ცუდი ტონით“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)