15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 12:45:54, 2174 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბესაძე: „ქართული ოცნება“ ვეტოს მარტივად დაძლევს, სუს-ი კი, ადამიანების დაშანტაჟებას გააგრძელებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და მთელი საზოგადოება მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები დასრულდეს.

მისივე თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ კვლავ დაჟინებით ცდილობს,  შეინარჩუნოს სხვების პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესაძლებლობა და შემდგომ ამით ადამიანებზე ზემოქმედება.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვეტო, რომელიც მიმართულია ადამიანების უფლებების დაცვისკენ, უკანონო მოსმენების შეუძლებლობის დაკანონებისკენ, ამ ვეტოს როგორც ჩანს, ქართული ოცნება დაძლევს მარტივად საკუთარი რიცხობრივი უპირატესობის ფონზე და ქვეყანაში მოსმენებს და ადამიანების დაშანტაჟებას კვლავ გააგრძელებს სუსი’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics