15:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 13:51:31, 2410 ნახვა

სამართალი კომენტარი
ხუციშვილი კილაძის შვილისთვის წამლის ე.წ. ჩადების ბრალდებაზე: გამოვრიცხავ, პოლიცია ამ მეთოდებს იყენებდეს

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე მისი მხრიდან  რაიმე შეფასების გაკეთება მართებული არ იქნება.

თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, ხდება თუ არა დღეს პოლიციის მიერ წამლის ე.წ. ჩადება, ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან  ამ მეთოდების გამოყენებას გამორიცხავს.

„ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება, რადგან ჯერ ერთი გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხზე და მეორე, თვით აღკვეთის ღონისძიების პროცედურები დასრულებული არ არის. რამდენადაც ვიცი, გასაჩივრების პროცესია კიდევ  და დამატებით გენერალური ინსპექცია არის ამ საკითხის შესწავლით დაკავებული. ყველანაირი დასკვნა ოფიციალური შესწავლის და პროცედურების შემდეგ უნდა გაკეთდეს“,-განაცხადა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 მარტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ხარშილაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics