|
2017-03-17 13:29:23, 2253 ნახვა
სამართალი კომენტარი
შალვა ხუციშვილი: ბათუმის შემთხვევა საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში უპრეცედენტო იყო
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიციის გამოცდილებაში ბათუმის შემთხვევა უპრეცედენტო იყო, რადგან მოვლენები სტიქიურად განვითარდა და ორგანიზატორები წინასწარ არ იყო ცნობილი. მისი თქმით, პოლიცია აღნიშნულ მოვლენამდე არ იყო მზად განსხვავებით სხვა აქციებისგან, როცა წინასწარ იღებს უსაფრთხოების ზომებს. ხუციშვილის შეფასებით, ამ პირობებში პოლიციამ შეძლო, ძალიან ორგანიზებულად ემართა სიტუაცია და დროზე მოეხდინა ძალების მობილიზება. „ეს არ არის მთელი ბათუმის გადაწვა, როგორც მიდის საუბარი, იყო ერთ კონკრეტულ ქუჩაზე, იმ ქუჩის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე განვითარებული მოვლენები, რომელიც მიმართული იყო უშუალოდ პოლიციის წინააღმდეგ და არ ეხებოდა სხვა მოქალაქეებს. ჩვენ ქალაქში გვქონდა კონტროლი, გარკვეულად შეუმჩნევლად პატრულირება პოლიციის მიერ მაინც ხორციელდებოდა და სრულად ვაკონტროლებდით ვითარებას, ნებისმიერი განვითარებისთვის ვიყავით მზად, თუ ეს ხალხი გაიშლებოდა და დაიწყებდა სხვა ქუჩებზე გადასვლას. მესამე ფაქტი, რაზეც არის საუბარი ბოლოს, რატომ დაშალეს და ა.შ. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭა ადამიანის ჯანმრთელობას, როდესაც გაწმენდა დავიწყეთ ამ ქუჩების, მაშინ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ისევ აგრძელებდნენ იმ საქმიანობას, არავინ თავისი ნებით არ დაშლილა და ისეთი ელფერი აქვს მიცემული თითქოს, პოლიცია ყველა რომ დაიშალა, შემდეგ მოვიდა. ორგანიზებულად იმუშავა პოლიციამ იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა პირი, ვინც აიღებდა პასუხისმგებლობას და ვისთანაც შედგებოდა მოლაპარაკება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ გვყავს ხოლმე ორგანიზატორები, რომლებსაც ველაპარაკებით და პროცესს ისე ვმართავთ. ეს იყო პირველი გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)