14:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 16:06:49, 2176 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვარშალომიძის თქმით, პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მოადგილე ლევან ვარშალომიძის განცხადებით, პრემიერის ბრალდებები ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრული აბსურდია.

მისივე თქმით, უმჯობესია მთავრობა გამოძიებით დაკავდეს და რეალური სურათი დადოს თუ რა მოხდა ბათუმში.

„პრემიერსა და მთავრობას ვურჩევდი ნაცვლად იმისა რითაც ახლა არიან დაკავებულები - გადაბრალების პოლიტიკით, გამოიძიონ და თქვან ვინ იყო შემსრულებელი და დამკვეთი. გადაბრალებით საქმე არ მოგვარდება. მთელმა ბათუმმა იცის 12 საათამდე როგორ მშიდობიანად იდგა ხალხი, 12 საათის შემდეგ დაიძაბა ვითარება როცა სუსი და სპეცრაზმი გამოჩნდა.

მთავარი შეკითხვა ამ ვითარებასი არის ის, თუ სად იყო დილის 5 საათამდე მთავრობა. როცა ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ყველა მიხვდება რასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ სრულ ქრონოლოგიას თუ რა როგორ ვითარდებოდა იმ დღეს ბათუმში მოვლენები და საზოგადოებას ვანახებთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს“, - აღნიშნა ვარშალომიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics