12:18 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 15:52:48, 1694 ნახვა

პოლიტიკა
„ქვეყანაში არეულობების მოწყობის მცდელობას თავი დაანებეთ“ - კამათი კომიტეტის სხდომაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე  „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბათუმის აქციასთან დაკავშირებით მსჯელობა მოითხოვეს, რასაც კამათი მოჰყვა. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაიზიარეს.

მათი თქმით, რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული კომიტეტზე ამ საკითხზე მსჯელობა. ასევე, უმრავლესობის წევრების შეფასებით,  ვინაიდან მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, ამ ეტაპზე მსჯელობის გამართვა მიუღებელია.

„არ მჭირდება თქვენი სწავლება რა. შოუების მოწყობას და ქვეყანაში არეულობების მოწყობის მცდელობას თავი დაანებეთ. ყველას გირჩევთ,  გამოიჩინეთ ზრდილობა და კორექტულობა“,-მიმართა ოპონენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ბათუმში განვითარებული მოვლენების  დროულ გამოძიებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics