|
2017-03-07 17:33:11, 2082 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ადვოკატი - სეიფი ცარიელი იყო, ხოლო თეთრუაშვილის ჩვენებებით არ მტკიცდება მამა გიორგის ბრალის მოტივაცია
დღეს მთავარ პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნეს. როგორც დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, სეიფი ცარიელი აღმოჩნდა. „გაიხსნა სეიფი და იქ არაფერი აღმოჩნდა. გამოძიებას შეიძლება ეჭვი ჰქონოდა, რომ რამე ყოფილიყო, ვინაიდან მამა გიორგი სეიფის გასაღებს, ე.წ. კოდს პროკურატურას არ აძლევდა. დღეს ჩვენი თანდასწრებით, სპეციალისტის საშუალებით გაიხსნა სეიფი, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. დღესვე დაზუსტდა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა ჩვენება გამოძიებას ორჯერ მისცა. რამიშვილის ინფორმაციით, ამ ჩვენებების მიხედვით, საქმის ძიება საერთოდ უნდა შეწყდეს. "შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ შორენა თუთრუაშვილის ჩვენებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ თუ გონიერება ეყოფათ, ეს საქმე უნდა შეწყვიტონ. შორენა თეთრუაშვილი ჩვენებაში არავითარ ვარაუდს არ გამოთქვამს იმაზე, თუ რატომ უნდა მოეწამლა ის მამა გიორგის”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. გარდა ამისა, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს გაუთქმელობის ხელწერილის დარღვევაზე უარი უთხრა. საგამოძიებო უწყებამ წერილობით პასუხში უარის არგუმენტები არ წარმოადგინა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)