08:11 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 09:50:05, 1942 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია პიროვნებაზე მორგებით არ იწერება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როცა საუბარია კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობაზე, ამის არგუმენტებიც უნდა ჩანდეს. როგორც მარგველაშვილმა „იმედის დროში“ სტუმრობისას განაცხადა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს კონსტიტუცია, საზოგადოებას არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია არც ერთ პიროვნებაზე მორგებით  და მით უმეტეს,  პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე არ იწერება.

„კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ მქონდა პოზიცია, რომ მე, გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ვყოფილიყავით კომისიის თანათავმჯდომარეები. მინდოდა, რომ პროცესი ყოფილიყო რაც შეიძლება გახსნილი. როდესაც გაჟღერდა კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლაზე საკითხი, ასეთი ცვლილება აპრიორი გულისხმობს, რომ ამ ცვლილების მონაწილე ვართ ხალხი. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ძირითადი თანხმობა როგორ ვიცხოვრებთ. ეს უნდა იყოს ხალხის დოკუმენტი," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის დროში".

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics