|
2017-03-01 15:58:15, 2604 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
მარტინი: მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა სათანადო ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. მისი თქმით, ამბიციური სტრუქტურული რეფორმები მოიცავს განათლების გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ქვეყნის მდებარეობის ეფექტური გამოყენების და საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევის მიზნით, სახელმწიფო მართვის ღიაობის და ეფექტიანობის ამაღლებას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სადაც გაიზრდება კერძო სექტორის როლი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. როგორც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. „უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად" - განაცხადა მან. მარტინის თქმით, გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას, აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ბანკების ზედამხედველობა კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)