03:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:29:11, 1878 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე პანამის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა 34-ე სესიის ფარგლებში შეხვდა პანამის დელეგაციას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ლუიზა ნავარო ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და პანამას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები აღინიშნა, სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას ხაზი გაესვა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ  საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. 

მინისტრმა ორი ქვეყნის საერთო მახასიათებელი აღნიშნა - სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის სახით და მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა პანამის დელეგაციას გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო, რაც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს პანამური ბიზნესისთვის. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics