|
2017-02-28 14:08:09, 1899 ნახვა
კომენტარი
ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს დაკითხვაზე: დეკანოზის დაკითხვის შემდეგ შესაძლოა, გამოძიებას კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შესაძლოა გამოძიებას, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის შემდეგ, კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა, - ასე უპასუხა იურისტმა ჟურნალისტის კითხვას მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. როგორც ქარჩავამ აღნიშნა, მეუფეს ჰყავს ინტერესების დამცველი და მასთან ერთად აპირებს პროკურატურაში მისვლას. "მე ვვარაუდობ, რომ გუშინ მამა გიორგის დაკითხვის შემდეგ, როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, მან დაასახელა გარკვეული პირები და ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია რაღაც შეკითხვები გაუჩნდა გამოძიებას სხვადასხვა პირებთან მიმართებაში", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. იურისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურიდან შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შესახებ უწყება არ მისულა. "ამ ეტაპისთის არ ვფლობ ინფორმაციას და შესაბამისად არ ყოფილა უწყება შორენა თეთრუაშილის პროკურატურაში დაბარების შესახებ. თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ როდესაც ამოიწურება ბრალდებულთან ყველა შეკითხვა და დაკითხვა, ამომწურავ პასუხებს გავცემთ არა მარტო ჩვენ, არამედ ისინიც ვისაც სავარაუდოდ მამალაძე დაასახელებს თავის ჩვენებაში", - აღნიშნა ქარჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)