|
2017-02-28 12:04:54, 2297 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით კანონი გადახედვას საჭიროებს. ბესელიას თქმით, მმართველ გუნდს აღნიშნულ საკითხზე შიდა დისკუსიები უკვე დაწყებული აქვს. „აუცილებლად მოგვიწევს არსებული მოდელის გადახედვა. იმიტომ რომ ეს საკითხი უსაფრთხოების თემას უკავშირდება. საქართველო არ არის დიდმიწიანი ქვეყანა ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ჩვენ გვჭირდება ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. საბოოლოდ ჩვენ ამ საკითხზეც შევჯერდებით იმიტომ რომ შიდა დისკუსია უკვე დაწყებული გვაქვს, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“,-განაცხადა ბესელიამ. ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის ინიციატივით არასაპარლამენტო ოპოზიცია და „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)