|
2017-02-28 11:44:04, 2037 ნახვა
კომენტარი
ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიწის რეგულაციებზე მოქალაქეობის მიხედვით შეზღუდვების დაწესების მომხრე არ არის. როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგულაციები ნეიტრალური უნდა იყოს. „მე ვემხრობი ზოგადად ნეიტრალურ რეგულაციებს, მიუხედავად მოქალაქეობისა, რომელიც დაიცავდა მცირე მიწიან მოსახლეობას, ერთის მხრივ ხოლო მეორეს მხრივ ის უზრუნველყოფდა მიწის გონივრულ სარგებლობას და გამოყენებას“, - განაცხადა მენაბდემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოხდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის ინიციატივით არასაპარლამენტო ოპოზიცია და „პატრიოტთა ალიანსი“ გამოვიდა. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)