|
2017-02-27 16:48:23, 2557 ნახვა
სამართალი კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი პატრიარქის ბეჭდის და ფაქსიმილეს დაკარგვის ფაქტს უარყოფს
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ილია მეორის ბეჭდის და ფაქსიმილეს დაკარგვის ფაქტს უარყოფს. იგი გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი ქმედების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. "აღნიშნული ინფორმაცია არის აბსურდული, იქიდან გამომდინარე, რომ თუ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილია იქნებოდა დაკარგული, მე როგორც იურისტი ვაცხადებ, რომ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩავატარებდით. ეკლესია არ გაჩერებულა და მთელ რიგ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც დაკავშირებული არის იურიდიულად დოკუმენტების შედგენასთან, ვახორციელებთ ჩვეულებრივად", - აღნიშნა ქარჩავამ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს, იურისტის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. იურისტის განმარტებით, "თუ საუბარია დაცვის თანამშრომლებზე, მათ კანონით დადგენილი წესით განპირობებული იარაღები აქვთ".
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)