|
2017-02-25 12:53:58, 2179 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დევიდ პრაისი: აღტაცებული ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც უკვე მრავალი წელია აწარმოებთ
„ჩვენ დავბრუნდებით შინ იმისთვის, რათა კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში, ნამდვილად დიდი პროგრესია“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა დევიდ პრაისმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე აღსანიშნავი-ახლადარჩეული საქართველოს პარლამენტი და საკანონმდებლო ცვლილებებია. დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. „პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო. ის ძალზე ეფექტურად მოქმედებს, მოქმედებს სახალხო სურვილის, ხალხის მისწრაფებების გამოხატვისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს არის მრავალმხრივობის, მრავალფეროვნების გამოხატვის საშუალებაც და მათი აზრებისაც, ვინც უმცირესობაში არიან. შესაბამისად, საქართველოც გაუყვება ამ მრავალფეროვნების, მრავალმხრივობის გზას. ნამდვილად, ჩვენ აღტაცებული ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც თქვენ უკვე მრავალი წელი აწარმოებთ, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ უწევთ, განსაკუთრებით ავღანეთში. 31 ქართველი მებრძოლი დაიღუპა იმ კონფლიქტებში მონაწილეობის შედეგად - ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა დევიდ პრაისმა. კონგრესმენმა საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. დევიდ პრაისმა ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზეც. „ჩვენ, ორივე პარტია, ვიზიარებთ საქართველოს მისწრაფებებს. ჩვენ დავბრუნდებით შინ იმისთვის, რათა კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში, ნამდვილად დიდი პროგრესია და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობის და დემოკრატიული განვითარების ასპარეზზე“, - განაცხადა დევიდ პრაისმა. კონგრესმენები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ. დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)