10:29 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 18:31:09, 2034 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: უახლოეს მომავალში მამა გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას დაარღვევს

ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე უახლოეს მომავალში დუმილს დაარღვევს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. ამის შესახებ  ჟურნალისტებს მისმა ადვოკატებმა განუცხადეს, რომლებმაც დაკავებული ჩაფიძის კლინიკაში მოინახულეს.

დაცვის მხარის თქმით, მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას. რა სახის ბაზაზეა საუბარი,  ადვოკატები დღეს არ აკონკრეტებენ. ამასთან, გიორგი მამალაძის ადვოკატი დღეს პატრიარქს შეხვდა და დეკანოზისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით, მათი პოზიცია გააცნო.

"დღეს მე და პატრიარქს გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი პირადი საუბარი, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვთვლით, მამა გიორგი უდანაშაულოა, მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის,  რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას.მამა გიორგი სრულყოფილ ჩვენებას იძლევა უახლოეს დღეებში.ანუ, დუმილის უფლებას დაარღვევს“,-განაცადა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics