|
2017-02-19 17:04:37, 1754 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: ხელისუფლებაში ჭკუის დეფიციტია
„წინა ხელისუფლებამ ძაან ბევრი კარგი რამე გააკეთა და კარგი იქნება, თუ მოქმედი ხელისუფლება ამაში შეგვეჯიბრება“,-შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, დღეს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან 10 და 15 წლის წინანდელ ამბებზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის კითხვებზე პასუხები არ აქვს. „წინა ხელისუფლებამ ძაან ბევრი რამე კარგიც გააკეთა და კარგი იქნებოდა, რომ მაგაში შეგვეჯიბრონ. მედიასთან მიმართებაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პრობელემები იყო. ჭკვიანი ადამიანი წარსულ გამოცდილებას გაითავისებდა, გაანალიზებდა და დღეს არ დაუშვებდა შეცდომებს. ამასთანავე, ილაპარაკო 10 და 15 წლის წინანდელ ამბებზე დღეს ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ გაქვს პასუხი საზოგადოებისთვის იმ შეკითხვებზე რა შეკითხვებიც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები, რომ ისაუბრონ წარსულზე, წარსულიდან შეეცადონ გამოიტანონ სწორი დასკვნები და ის შეცდომები არ გაიმეორონ. იმიტომ რომ დღეს ის შეცდომა გაცილებით უფრო მძიმე და გაცილებით უფრო ცუდი იქნება საქართველოს მომავლისთვის“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)