|
2017-02-16 12:31:12, 1469 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომას, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, 15 თებერვალს გაიხსნა, კომიტეტის თანათავმჯდომარეები- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი საჯად კარიმი უძღვებოდნენ. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი დახმარების ინსტრუმენტის, პროგრამებისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხდომაზე თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა და მიესალმნენ ევროპარლამენტის უახლეს ისტორიულ გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. მათ საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მნიშნელოვანი როლი აღნიშნეს ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვასა და ზედამხედველობაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)