|
2017-02-09 15:28:32, 2040 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: არც ერთი დაწესებულება არ არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ იქ ადამიანები დასაქმდნენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ნებისმიერი ინსტიტუცია, კორპორაცია, კომპანია , არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფოა თუ კერძოა, პირველ რიგში უნდა ფასდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ასრულებს თავის მისიას. მისივე თქმით, არსებობს მსოფლიოში მაგალითები, როცა დიდი რეპუტაციის და კაპიტალის მფლობელი კომპანია იძულებულია, თანამშრომლების დიდი რაოდენობა გაათავისუფლოს. სერგეენკოს განცხადებით, ამავე დროს, შორსაა იმ აზრისგან, რომ კონკრეტული ჟურნალისტების გაშვება პრობლემა არ არის: „რადგან, არც ერთი დაწესებულება არ არსებობს მხოლოდ იმისათვის, რომ იქ ადამიანები დასაქმებულები იყვნენ, ისინი უნდა ასრულებდნენ იმ მისიას, რაც აკისრია ამა თუ იმ დაწესებულებას. იქნება ეს სამინისტრო, ტელეკომპანია თუ ა.შ. ტელეკომპანიის ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაენიშნა ახალი დირექტორი, რომელმაც გააკეთა შეფასება, ვფიქრობ, ამას წინ უძღოდა ფართო კონსულტაციები, რომ ამ ფორმატით ეს ინსტიტუცია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მისიებს, როგორ გამოასწრებს ამას, ეს მენეჯმენტის გადასაწყვეტია. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს პროცესი გასააზრებლად, არ ვკონკრეტდები რომელიმე ჟურნალისტზე, მაგრამ, სამწუხაროდ ასეთი პროცესები ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან, ამისი მაგალითების ნახვაც შეიძლება, რომ გარკვეული ცვლილებების გამო, ესა თუ ის კომპანია, მათ შორის საერთაშორისო, ძალიან დიდი რეპუტაციის და კაპიტალის მფლობელია, იძულებულია, რომ თანამშრომლების დიდი რაოდენობა გაათავისუფლოს, არ ვამბობ ამით, რომ კონკრეტული ჟურნალისტების გაშვება პრობლემა არ არის”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)