11:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 15:52:40, 1446 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე დარჩენილი პროცედურები განმარტა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე დარჩენილი პროცედურები განმარტა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს.

კერძოდ, ჯანელიძის განმარტებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ, ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შეეძლებათ შენგენისა და ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. შეჩერების მექანიზმის კენჭისყრა 13-16 თებერვალს არი დაგეგმილი. მექანიზმის მხარდაჭერის შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ძალაში სავარაუდოდ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics