10:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 17:42:59, 1433 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში რეგიონში სამაგალითოა

 „სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს“,-ამის შესახებ საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველმა დირექტორმა თომას მაირ-ჰარტინგმა,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.

„მოხარული ვართ,  რომ ვიმყოფებით საქართველოში. საქართველო გამორჩეულად დინამიური პარტნიორია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის  ფარგლებში. სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს"- განაცხადა  ჰარტინგმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები.

მაიე-ჰარტინგის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და განათლების სფეროებს ანიჭებს, რადგან ეს მიმართულებები ევროკავშირთან თანამშრომლობის დადებით შედეგებს ქართული მოსახლეობისათვის თვალსაჩინოს გახდის.

შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხებზე ფოკუსირებას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება  საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით,  ინტენსიურად  მუშაობა გაგრძელდება 2017 წლის 24 ნოემბერს  ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტის ფარგლებში, სადაც ის დარწმუნებულია, რომ „საქართველო კვლავ წამყვანი როლის შესრულებას შეძლებს".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან  მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორის  ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორის თომას მაირ-ჰარტინგის  საქართველოში  ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics