00:34 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 12:49:22, 1871 ნახვა

სამართალი
სსკ-ს ახალი 133/2 მუხლი ემატება, რომელიც ე.წ. ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს

საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.

სხვებთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 133 მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს  ე.წ.  ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას.

პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

„ ამ სახის ქმედებათა  სისხლის სამართლის წესით  დასჯადად გამოცხადება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა“,-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

 ქალთა წინდაცვეთა  ან ქალის  იძულება-დაყოლება ამ რიტუალის  ჩასატარებლად  რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური,  ან სხვა ტრადიციების  გავლენით, ან მის გარეშე  სისხლის სამართლის  წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე,  ან არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics