02:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 12:41:50, 1810 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობის მიზეზად, მოქალაქეობრივი ვალი დაასახელა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევნებში მონაწილეობის მიზეზად, მოქალაქეობრივი ვალი დაასახელა. 

კერძოდ, კითხვაზე რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, 68%-მა განაცხადა, რომ ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია, 12%-მა - იმ პარტიის მხარდასაჭერად, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მათ მოსაზრებებთან, 10%-ის მიზეზია - მათი ხმა, რომ არ გამოეყენებინათ გაყალბებისთვის, 5%-მა - მთავრობის მხარდაჭერა დაასახელა, 3%-მა - მთავრობის შესაცვლელად და 1%-ის მიზეზი კი - სხვებისგან მაგალითის აღებაა.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics