|
2017-01-12 17:02:08, 845 ნახვა
სამხედრო
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი მეთაური ჰყავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობას ახალი სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი წარუდგინა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტითაა გათვალისწინებული საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, სამხედრო დისციპლინის განმტკიცების კუთხით, რათა იმ ამოცანების წარმატებით განხორციელება შევძლოთ, რომელიც დასავლეთ სარდლობის მიმართულებით იქნება დასახული“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას. დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამ კი, ახალ სარდალს ტრანსფორმაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ცნობისთვის, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის თანამდებობა 10 იანვრამდე ვაკანტური იყო. პოლკოვნიკ გიორგი მათიაშვილის კანდიდატურა კი, ამ თანამდებობისთვის შერჩევის უმაღლესი საბჭოს მიერ შეირჩა. პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. გაერთიანებული სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მან მუშაობა სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლის ცენტრში ოცეულის მეთაურად დაიწყო. სხვადასხვა დროს გენერალურ შტაბში J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. დასავლეთ სარდლად დანიშვნამდე კი, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე იყო. საქართველოს გარდა მან სამხედრო განათლება კანადასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მიიღო. (NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)