|
2016-12-28 14:56:32, 1347 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ოთხი წლის განმავლობაში მედია სივრცის ნაბიჯნაბიჯ გადაკეთება ხდებოდა
„მინდა შეშფოთებით გამოვეხმაურო იმ პროცესებს რაც ხდება მედია სივრცეში უკანასაკნელი დღეების განმავლობაში და მოგიწოდოთ, რომ შეხედოთ მთლიან სურათს რაც ხდება უკვე ოთხი წელია“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „მაესტროსა“ და GDS-ის ყიდვის საკითხს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში მედია სივრცის ნაბიჯნაბიჯ გადაკეთება ხდებოდა. „ჩვენ ნელნელა და თითქოს შეუმჩნევლად გავხდით იმის მოწმე, როგორ იხურებოდა თოქ-შოუები, როგორ უშვებდნენ ძალიან ავტორიტეტულ ჟურნალისტებს ერთი ტელეარხიდან, მეორე ტელეარხიდან. ხდებოდა ოთხი წლის მედია სივრცის ნაბიჯნაბიჯ გადაკეთება და თქვენს ძალაზე მორგება ხდებოდა. ეს ხდებოდა იმ პროცესის პარალელურად, როდესაც თქვენი მთელი სახელწმიფო მანქანა მიმართეთ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და დღესაც აგრძელებთ ამ პროცესს. გუშინ მიხვედით კულმინაციამდე, რომ ე.წ. გარიგება „იმედი“ ყიდულობს „მაესტროს“ და GDS-ს, იქმნება ერთი კალათა, რასაც ძაან მარტივად ჰქვია “იმედის“ მიერ არა რაღაცის ყიდვა, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ მედია კომფორტის შექმნა. „საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ფაქტიურად დაანონსებული გაქვთ პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმება. გინდათ სრული ძალის კონსოლიდაცია მოახდინოთ ბიძინა ივანიშვილის ქვეშ. გგონიათ, რომ უკანონო არასამართლიანი წესებით შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. შეგახსენებთ, რომ „მაესტრო“ მედიაჰოლდინგ "იმედის" საკუთრებაში ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან შევა, ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით კი, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)