|
2016-12-27 14:32:41, 1630 ნახვა
კომენტარი
საქართველო მზად არის, რუსეთს ტუ-154-ის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ძებნაში დაეხმაროს
საქართველო მზად არის, რუსეთს ტუ-154-ის ავიაკატასტროფაში გარდაცვლილების ცხედრების ძებნაში დაეხმაროს, თუ რუსული მხარე შესაბამისი თხოვნით მიმართავს, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ “რია ნოვოსტისთან” საუბრისას განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მსგავში თხოვნით ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთვის ჯერ არ მოუმართავს. "რუსულ მხარეს ასეთი თხოვნით არ მოუმართავს. ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ჩვენ გავქვს გამოცდილება, როდესაც შესაბამისი სამსახურები მონაწილეობდნენ ყაზბეგის რაიონში მეწყერის დროს მთებში დაკარგული ადამიანების ძებნაში. ასე რომ, ასეთი გამოცდილება არის და, როდესაც არსებობს აუცილებლობა, შესაბამისი სამსახურები ერთვებიან. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენთის ასეთი თხოვნით არ მოუმართავთ”, - განაცხადა აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მუსიკოსებს ჰმეიმის რუსულ ავიაბაზაზე მყოფი სამხედროებისთვის ახალი წელი უნდა მიელოცათ. ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)