19:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 09:54:34, 2086 ნახვა

სამართალი
შსს: დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მარნეულში ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1983 წელს დაბადებული ვ.კ., 1982 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1972 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით,ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენების შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულები მარნეულში მცხოვრები ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ, რაც პოლიციის ოპერატიული ჩარევის შედეგად  ვერ განახორციელეს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „მერსედესის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი  მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით,  გადაჭრილი შაშხანა და გადაჭრილი თოფი, ხოლო აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას -  ნიღბები, ხელთათმანები და წებოვანი ლენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics