13:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 13:47:48, 1725 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური: ვფიქრობ, ეკონომიკურმა გუნდა ყველა კითხვას უპასუხა

ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რაზეც პასუხი უნდა გაეცა ეკონომიკურ გუნდს, გაცემულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზვიად  ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამატებით პარლამეტნში მოსვლის აუცილებლობა არ არსებობს და ოპოზიციას მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვა უნდა.

 „არამგონია რაიმე ახალი სათქმელი ჰქონდეს ეკონომიკურ გუნდს იმის მერე, რაც პარლამენტში იყო. ვერ ვხედავ რაიმე დატვირთვას ეკონომიკური გუნდის, რომ კიდევ დამატებით პარლამენტში მოვიდეს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას აჟიოტაჟის ატეხვა სურს. სურთ მეტი იხმაურონ, რომ ძალიან წუხან ლარის კურსთან დაკავშირებით. არავითარი წუხილი მათ არ გააჩნიათ. რაიმე წუხილი რომ ჰქონდეთ, თემით სპეკულირებას თავს დაანებებდნენ და აჟიოტაჟის შექმნას არ შეუწყობდნენ ხელს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics