19:07 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 12:42:42, 2293 ნახვა

სამართალი
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას 12 წლით, გიორგი დგებუაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია განზრახ მკვლელობის მუხლით დამნაშავედ სცდო და 12 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ასევე წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების  ბრალდებაში გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა",  საქართველოში ნიდერლანდების სამეფოდან იქნა  ექსტრადირებული.

2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.

 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციას   სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics