|
2016-12-12 15:42:05, 1822 ნახვა
კომენტარი
ეკა გიგაური: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული. გიგაურის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა ჯგუფებს პროცესზე გავლენა ჰქონდეთ. „საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნაკლებად მნიშვნელოვანია რა დაერქმეოდა იმ კონკრეტულ თანამდებობას და რა სტატუსით იქნებოდა კონკრეტული ჯგუფი ან პიროვნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ თვითონ პროცესებს კომისიის მუშაობისას. მნიშვნელოვანია იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან არ ქონდეს ფორმალური ხასიათი. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა ჯგუფებს გავლენა ჰქონდეთ პროცესზე და ის ცვლილებები, რომლებიც შეტანილი იქნება კონსტიტუციაში, ეს არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული გუნდის ცვლილებები”, - განაცხადა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)