|
2016-12-12 13:18:44, 1915 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება ჩართული. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია ძალიან მასშტაბური იქნება. "როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კომისიაში გაწევრიანებული იქნებიან, როგორც დეპუტატები, საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ეს იქნება ძალიან მასშტაბური კომისია", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხემლძღვანელებს და მას თანათავმჯდომარე არ ეყოლება. განსხვავებული იყო პრეზიდენტის ინიციატივა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო კომისიას 3 თანათავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა, კერძოდ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)