|
2016-12-09 15:11:28, 1547 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ჩვენი საბანკო სექტორისადმი სრული ნდობა გაგვაჩნია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საბანკო სექტორის მიმართ ბოლო დროს გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონში. პრემიერის განმარტებით, 4 ფუნქტიანი რეფორმის განხორციელების და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების პროცესში, საბანკო სექტორის და მთლიანად კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია: „მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ჩვენს მიერ გამოცხადებულ იმ ზომებს, რომელიც მნისვნელოვანია ჩვენი რეფორმების განხორცუიელებისატვის. რატომღაც ამას 10 პუნქტიანი უწოდეს. არვიცი, შესაძლოა, ასეც დავარქვათ, მაგრამ ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის ჩვენი 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებისათვის აუცილებელი ზომებია მისარები, რომ ეს გახდეს რეალური, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მნისვნელოვან ია კოორდინაცია და კოორდინაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი გახლავთ საბანკო სექტორი. ამიტომ, მინდა გამოვეხმაურო იმ აბსოლუტურად გაუფრთხილებლ ბრალდებებს, რომლებიც არაერთხელ გაისმა ამ დღეების განმავლობაში და განვაცხადო, რომ ქართული საბანკო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და მათი ჩართულობა ამ რეფორმების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. ისინი წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს ჩვენი ეკონომიკის განვითარების და ნებისმიერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდება ამ მიმართულებით იწვევს ძალიან მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ყველას მოუწოდა, საბანკო სექტორის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები არ გააჟღერონ: „ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ტელეეთერებში, რომ ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და როდესაც საუბარია კრიტიკაზე, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ეხება საკითხი, არ შეიძლება საჯარო იყოს მანამდე, სანამ ყველა არგუმენტი არ იქნება განხილული იმ ფორმატებში, რომლებიც თავს აგვარიდებს ამ მგრძნობიარე ინსტიტუციებისადმი ასეტი ტიპის ბრალდებებს. ჩვენ ჩვენი საბანკო სექტორისადმი სრული ნდობა გაგვაჩნია, ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და მთლიანად ბიზნესის და კერძო სექტორის მონაწილეობა ამ რეფომრების პროცესში მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)