11:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:47:42, 1575 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმება, იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საბოლოო გადაწყვეტილებისკენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტსა და  ევროკავშირის საბჭოს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა და მას საბოლოო გადაწყვეტილებისკენ უმნიშვნელოვანესი ეტაპი უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება:

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, მინდა, დიდი კმაყოფილებიღთ აღვნიშნო, რომ გუშინ მიიღეს უმნისვნელოვანესი გადაწყვეტილება, შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის  საბჭოს შორის, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც იყო  უმნიშვნელოვანესი ეტაპი საბოლოო გადაწყვეტილებისკენ. დაგვრჩა კვლავ მთელი რიგი პროცედურები გასავლელი.ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხ და ფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ  შეასრულა ყველა პირობა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინ ებული და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და არა მხოლოდ ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ძალიან გვეხმარებიან და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია გახლავთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტი, ეს არის არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ  პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვნაწილად განსაზღვრავს ჩვენს შიდა რეფორმების დღის წესრიგს იმისათვის, რომ ცხოვრების ხარისხი ავწიოთ ქვეყანაში და ეკონომიკური  განვითარების დონე მოვიყვანოთ იმ დონესთან, რომელიც  ევროპულ ქვეყნებსა და ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრ ქვეყნებს შეეფერება.ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics