15:00 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 17:20:12, 2047 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ცნობისთვის, ლევან ჩაჩუა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 21 მარტს დააკავა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ლევან ჩაჩუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ის 8 თვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა გაამართლა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა თურქული კინოს ვარსკვლევები, მომღერლები და ოპოზიციონერების შვილებიც დააკავა
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics