2016-12-01 12:02:45, 2059 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს მინისტრის ორი მოადგილის შტატი გაუქმდა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შს მინისტრის ორი მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შტატების გაუქმება საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით მოხდა.
„შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის N 524 დადგენილების საფუძველზე, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, გაუქმდა შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული“, - აცხადებენ უწყებაში.
ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის დადგენილების მე-6 მუხლში ცვლილება დღეიდან შევიდა. ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს პირველ მოადგილესთან ერთად, ხუთის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან