|
2016-11-29 10:26:44, 1897 ნახვა
სამართალი
თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვისა და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შეურია შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი განახორციელა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. „გარდა ამისა, ბრალდებულმა, როგორც შპს “გლობალ თრეიდის” დირექტორმა, დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ თითქოსდა შეისყიდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)