13:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 13:51:08, 1742 ნახვა

სამართალი
შოთაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით სხვდასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ვიდეომასალა საქართველოდან ატვირთული არ არის და შესაბამისი უფლების გარეშე, სხვა ქვეყნებში საგამოძიებო პროცედურები ვერ დაიწყება.

„ამ საქმეზე საჯარო მოხელეები ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული და მათ მიმართ სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას,  ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას,  არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, - აღნიშნა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის განმარტებით, ვიდეოკადრები ატვირთულია მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა გამოძიების დასრულებამდე შოთაძე კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გეგელია - მთავრობის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics