01:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 12:51:34, 855 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭო პირველ სხდომას მართავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა უხუცესმა დეპუტატმა დავით თედორაძემ გახსნა.

დღევანდელ სხდომაზე საბჭო 21 ახალი დეპუტატის მანდატს ცნობს. დღეიდან ისინი მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონში კანონმდებლობით საქმიანობას შეასრულებენ.

გარდა ამისა, სესიაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომისიების შემადგენლობას და საბჭოს კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სხდომას ახლადარჩეული 19 დეპუტატი ესწრება. პირველ სესიაზე არ გამოცხადდა და მანდატზე უარი თქვა „პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველმა ნომერმა დავით თარხან მოურავმა და“ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics