12:21 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 17:35:55, 1977 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.

დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. 

დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics