13:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:29:03, 640 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

 სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები, რა დროსაც გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და ქართულ მხარეს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ევროპის საბჭოს ძალისხმევისათვის განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics