13:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 10:43:32, 878 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღზე დეპუტატებისგან ნაჩქარევი განცხადებები კეთდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე-9 მოწვევის პარლამენტის  პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით დეპუტატებისგან  არაერთი ნაჩქარევი განცხადება გაკეთდა.

„ ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო  არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი  შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს.

ცესკოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო უცნობია,  თუ როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას“,-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics