13:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 23:26:53, 800 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი და ვერც ვიქნები იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი ბუნება

არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი და ვერც ვიქნები იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი ბუნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის კაბინეტში ხშირად ყოფილა მრავალსაათიანი კამათები, ბევრჯერ შეუბრუნებიათ მისთვის სიტყვა, ხმა აუმაღლებიათ, უჩხუბიათ, უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ და ამ ყველაფრის შემდეგ მიუღიათ გადაწყვეტილებები.

„არასდროს მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილება. პრეზიდენტის კაბინეტში იყო მრავალსაათიანი კამათები, ბევრჯერ შეუბრუნებიათ ჩემთვის სიტყვა, ხმა აუმაღლებიათ, უჩხუბიათ, უსიამოვნო სიტყვებიც უთქვამთ, ამ ყველაფრის შემდეგ მიგვიღია გადაწყვეტილებები. მე არასდროს ვყოფილვარ ერთპიროვნული მმართველი და ვერც ვიქნები იმიტომ, რომ არ არის ეს ჩემი ბუნება. სამი-ოთხი თვითგამოცხადებული ადამიანის განცხადება, რომ ჩვენ ვართ პარტიაო. მე არ მითქვამს არასდროს, რომ მე ვარ პარტიაო. მათ რა უფლება აქვთ, რომ ასე აცხადებენ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics