13:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 22:10:05, 785 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: უკრაინაში ხალხი ძალიან გაბრაზებულია, ჩემთვის ასეთ პირობებში, ხელისუფლებაში დარჩენა უპასუხისმგებლობა იქნებოდა

ხალხი ძალიან გაბრაზებულია, ჩემთვის ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს უკრაინელ პოლიტიკოსს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან მის გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს. მისივე განცხადებით, თუ ის ხელისუფლებაში დარჩებოდა, ეს იქნებოდა "პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა".

„უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან ორჯერ მოხდა რევოლუცია და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია. აქ ძველი პოლიტიკური კლასი შენარჩუნდა, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ უკრაინა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ჩემთვის ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს იქნებოდა პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ქართულ არჩევნებთან კი ჩემს გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და სხვა ასპექტები აქ არ არის,“ - აცხადებს სააკაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics