|
2016-11-15 14:48:57, 1171 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სამოქალაქო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიიცის გააქტიურებას მიესალმება
პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიიცის გააქტიურებას მიესალმება. "ეს ის თემაა, რაზეც პრეზიდენტი მუდმივად საუბრობს, მათ შორის, საპარლამენტო გამოსვლებშიც. ისიც მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სწორედ პრეზიდენტის ხელშეწყობით დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის, შეთანხმებული დოკუმენტის შესაქმნელად. ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა კოალიცია ქართული ოცნებისა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება და საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რაც იყო მმართველი ძალის მიერ, ჯერ კიდევ 2012 წელს გაცემული დაპირება. ის რომ, ცვლილებები საარჩევნო სისტემის მხრივ აუცილებელი და მნიშვნელოვანია, 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებზეც დადასტურდა",- აღნიშნა პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)